ფსიქოლოგების რამდენიმე საინტერესო დაკვირვება





1. ჩვენ ხშირად გვიყვარდება მშობლების მსგავსი ადამინები. უმეტესწილად ეს მაშინ ხდება, როდესაც მშობლებთან ჯერ კიდევ დაგვრჩა მოსაგვარებელი ღრმა ბავშვობის დროინდელი პრობლემები. ამ პრობლემების გადაყწვეტას , სრულიად გაუცნობიერებლად, სწორედ ზრდასრულ ასაკში ვცდილობთ.

2. თუ წინადადებაში პირველი და ბოლო ასო თავის ადგილზეა, მნიშვნელობა არ აქვს ასოების წყობას, ადამიანის თვალი მაინც სწორად წაიკითხავს და გაიგებს წინადადების აზრს.


3.
ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთმა დადებითმა მოვლენებმაც კი, როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება, დაოჯახება თუ ახალ სამსახურში გადასვლა, შესაძლოა, დეპრესია გამოიწვიოს.


4.
სრულიად უშედეგოა მშობლების დარიგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მავნეა სიგარეტი მაშინ, როდესაც მშობლები თავად არიან მწეველები.



5.
ფსიქოლოგიაში არსებობს პრინციპი: რაც უფრო მეტს ველით ამათუიმ მოვლენის განვითარების შედეგად, მით უფრო ნაკლებს ვღებულობთ. 6. უცნობ ადგილას ყოფნისას, ადამიანები ყოველთვის მარჯვენა მხარეს ირჩევენ. თუ თქვენ არ გინდათ ხალხის მასაში მოხვედრა, ან დიდ რიგში დგომა, ყოველთვის აირჩიეთ მარცხენა მხარე.


7.
თუ არ იცით რა უყიდოთ საყვარელ ადამიანს, უთხარით მას, რომ უკვე უყიდეთ საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიცნოს. ის სასურველი ნივთების ჩამოთვლას დაიწყებს.


8.
თუ ღამე კოშმარები გაწუხებთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძილის დროს გცივათ. გამოკვლეულია: რაც უფრო დაბალია საძინებელში ტემპერატურა, მით დიდია შანსი, ცუდი სიზმრები ნახოთ.


9.
მეცნიერების დაკვირვებით, ცისფერთვალება ადამიანებს შეყვარება სულ რამდენიმე წუთში შეუძლიათ. ადამიანებს ყავისფერი თვალებით შეუძლიათ ერთდროულად ორი უყვარდეთ. მწვანე თვალებასთან ყველაფერი სხვაგვარადაა: შეყვარებულის სტატუსის მოსაპოვებლად, მათ შეიძლება წლები დასჭირდეთ. ადამიანებს, ნებისმიერი სხვა ფერის თვალით, მეორე ადამიანი შეიძლება მხოლოდ ერთი საათის მანძილზე შეუყვარდეთ.

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები