ტესტი - როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნი?





 

img

1. საყვარელი ადამიანი შემთხვევით გაანაწყენეთ. თქვენი რეაქცია:
ბოდიშს მოუხდით - 1
იფიქრებთ, რომ მაინც გაპატიებთ - 3
დანაშაულის გრძნობა დიდხანს შეგაწუხებთ - 2

2. თქვენს მეგობარს დაბადების დღის მოლოცვა დაავიწყდა:
დაელოდებით, იქნებ გაახსენდეს - 2
დაურეკავთ და გულახდილად ეტყვით, რასაც ფიქრობთ - 1
განაწყენდებით, მაგრამ არ აგრძნობინებთ - 3

3. ყოველთვის ახერხებთ შეინარჩუნოთ თქვენი დამოკიდებულება და აზრი?
რა თქმა უნდა, ყოველთვის მართალი ვარ - 3
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არის კამათის საბაბი - 1
ცდილობთ გაიღიმოთ და ისე შეინარჩუნოთ თქვენი პოზიცია - 2

4. თუ თქვენს ზურგს უკან ჩურჩულებენ:
ისეთ სახეს მიიღებთ, თითქოს არაფერი გესმით - 2
მათ შენიშვნას მისცემთ და როცა შესაძლებლობა გექნებათ, სამაგიეროს გადაუხდით - 3
შეეცდებით, გაიგოთ, რა დგას ამის უკან - 1

5. თუ თქვენი მეგობარი პაემანზე არ მოვიდა, იფიქრებთ:
“ამაზრზენი ტიპია'' - 1
“ალბათ დაავიწყდა, რომ უნდა შემხვედროდა'' - 2
“ალბათ გადამიყვარა'' - 3

6. სად გირჩევნიათ შეხვდეთ დღესასწაულს?
ფეშენებელურ რესტორანში - 3
პიკნიკზე - 2
სახლში, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში - 1

*

*

*

*

*

*

*

 

შედეგები:

6-9 ქ
არ ცდილობთ, ყველასთვის მოსაწონი იყოთ. იქცევით გულწრფელად, სამართლიანად. ალბათ სწორედ ეს არის თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო.

10-14 ქ
ძნელად თუ მოიძებნება ვინმე თქვენზე რომ თქვას, სიმპათიური არ არისო. ცდილობთ, ადამიანებთან ურთიერთობისას “დისტანცია'' შეინარჩუნოთ, რადგან არ თვლით აუცილებლად, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ.

 

15-18 ქ
თუ ისეთი გზით ივლით, როგორითაც აქამდე დადიოდით, წარმოუდგენელია, რომ წინააღმდეგობები არ შეგხვდეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ კოპრომისზე წასვლა არ ნიშნავს საკუთარი თავის გაყიდვას.

 

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები