ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 2022 წელი ყველაზე წარმატებული ქინება

"ყველაზე წარმატებული იქნება ვერძი. აქ იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა უკვე მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე იქნება ვერძის ზოდიაქოში. გადმოვა თევზებიდან ვერძში, ამიტომ წარმატების შანსი იქნება ყველაზე მაღალი. აქ უნდა იყოს განსაკუთრებულად აქტიური ეს ნიშანი, მაგრამ ყველას ვთხოვ, ცოტა დაიოკონ ზედმეტი სულსწრაფობა, აგრესია და ეგოიზმი. სხვა მხრივ მათი აქტიურობა და ენერგიულობა იქნება წარმატების მომტანი.

ვერძის შემდგომ წარმატებული ნიშანი იქნება მშვილდოსანი. ეს ორი ნიშანი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. შანსები ყველა დონეზე ექნებათ საკმაოდ მაღალი.

რაც შეეხება ლომს, ის ნაკლებად წარმატებულია ამ სამი ნიშნიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატება მას არ ექნება. ექნება, მაგრამ ცოტა მეტი სირთულეების გადატანა მოუწევთ. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება გარკვეული სირთულეები შეხვდეთ, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და პარტნიორულ ურთიერთობებში. მთლიანობაში, სამივე ნიშანი იქნება წარმატებული.

რაც შეეხება წყლის სტიქიის წარმომადგენელ ნიშნებს, აქ ყველაზე წარმატებული იქნება თევზები. ნოემბერი-დეკემბერი იქნება თევზების ზოდიაქოში, რაც მათ ყველაზე მაღალი წარმატების შანსს აძლევს, შემოქმედებითი, ფინანსური, პარტნიორული და ყველანაირი კუთხით.

თევზების შემდეგ მოდის მორიელი, რომელიც სტაბილურად, ნორმალურად და კარგად გაივლის ამ წელიწადს. მისი მებრძოლი სულისკვეთება, აქტიური ლიდერის თვისებები და ინტუიციაზე დაყრდნობის უნარი იქნება ერთ-ერთი წარმატების ფაქტორი შემდეგი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება კირჩხიბს, მათ უნდა მოასწრონ ძირითადი საქმეები და მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოს სადღაც მაისის 20-25 მაისამდე. ეს პერიოდი მათ აქვთ კარგი, ენერგიული და წარმატებული. 25 მაისის შემდგომ შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა უკვე გადავა მათ ზოდიაქოს ნიშანში. აქ უკვე ცდუნებები, შეცდომების დაშვება, ჯანმრთელობის გაუარესება და დაპირისპირებები მოიმატებს.

რაც შეეხება ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს - ყველაზე წარმატებული იქნება მერწყული. მფარველი ანგელოზი იქნება გარკვეულ წილად მერწყულში, ამიტომ წარმატების შანსები კარიერული განვითარების კუთხით ექნება მაღალი.

სასწორი იქნება შემდეგი ნიშანი, რომელსაც ექნება საკმაოდ კარგი შანსები და პერსპექტივები. მათთვის ყველაზე კარგი პერიოდი მაინც იქნება მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე.

ტყუპებს აქვთ ერთი გარემოება, რომელიც უნდა გაითვალისწინონ. ჭორების, ინტრიგების, სულსწრაფობის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის შედეგად შეიძლება სერიოზული შეცდომები დაუშვან. თუ ამას გაითვალისწინებენ მეტ-ნაკლებად მშვიდად გაივლიან ამ პერიოდს. 20 მაისის შემდეგ უკვე გაცილებით ეფექტური და წარმატებული იქნება თქვენთვის.

მიწის სტიქიის წარმომადგენლებიდან ყველაზე წარმატებული იქნება კურო. შეიძლება მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზების და ცვლილებების წინაშე დადგნენ. მათთვის სერიოზული რეფორმირების წელიწადია და ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო სიახლეები შეიძლება შემოვიდეს მათ ცხოვრებაში.

ეს წელიწადში სტაბილური იქნება ქალწულისთვის და თხის რქებისთვის. სამივე ნიშანს მინდა ვთხოვო ერთი რამ, რაც უფრო მეტად იქნებით შრომისუნარიანები, აქტიურები და უფრო მეტად შეძლებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, მით მეტი წარმატება იქნება თქვენს მხარეს. მთლიანობაში წელიწადი პოზიტიური ექნებათ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.