
ვინ არის ცნობილი ქართველი მომღერლის ვაჟი, რომელიც მაკა ასათიანის ულამაზესი დის შვილის შეყვარებულია?
- 02/02/21
- 2677 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მშვენიერი მარიანა წლებია პარიზში ცხოვრობს და სწავლობს. სწავლის პარალელურად მოდელობით არის დაკავებული და ცნობილი ქართველი დიზაინერის - ჯაბა დიასამიძის მუზა და ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.
ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიანა აჩბა "მაგთიკომის" დამფუძნებელ გია ჯოხთაბერიძის ვაჟზე, ირაკლი ჯოხთაბერიძეზე იყო შეყვარებული.
წყვილის საერთო ფოტოები მაშინ ქართულ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა.
გაირკვა, რომ მარიანა აჩბას ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძის და მსახიობ მაია გელოვანის ვაჟი, თემურიკო დიასამიძეა. თემურიკო საზოგადოების წინაშე დაახლოებით ერთი წლის წინ წარდგა, როდესაც 2020 წლის თებერვალში ნიაზ დიასამიძისა და "33ა"-ს კონცერტი დიჯეის ამპლუაში დახურა.
"ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე ვუკრავ. ელექტრონული მუსიკის მოსმენა დავიწყე ოთხი წელია. ნიაზმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მუსიკით დაინტერესებაში. მინდა, ქართული ხალხური ინსტრუმენტები და ელექტრონული მუსიკა გავაერთიანო. გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ მუსიკოსი გამოვალ, მაგრამ ძალიან ვარ გატაცებული მუსიკით… მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა ქართულ ელექტრონულ მუსიკაში...“ - ამბობდა ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას ახალგაზრდა ხელოვანი.