ერთმა დაახველა მეორემ გააკუა მესამემ დააცემინა, და მერე გამოხტებიან ტელევიზორში და მატებაა კორონასიო - რა ფოტოსურათი ვრცელდება სოციალურ ქსელში

დიანა მეგველია “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“კორონავირუსის მეორე ტალღა და ჭირი თქვენ. ერთმანეთის პირებში ვსუნთქავთ ავტობუსებში.

რატომ ადიხართო არ მითხრათ. ავედი როცა ცარიელი იყო. და ერთ გაჩერებაზე მილიონნახევარი ადამიანი ამოვიდა. არც საწყალ მძღოლს არც მონიტორინგს არ უსმენს არავინ.

რავიცი აბა…. და კიდე დათაგული მყავდა მერია, მერე შევეშვი წარმომიდგენია ისედაც როგორ ლანძღავენ მაგრამ ტრანსპორტი 1 საათში ერთხელ რომ მოდის ეგ ხალსის ბრალი ნამდვილად არ არის.

ხალხი მეცოდება ყველას სახლში გვინდა ყველას ეჩქარება.

და მერე გამოხტებიან ტელევიზორში და მატებაა კორონასიო იტყვიან. იქნება როცა რეალურად ყველას ვკიდივართ. ერთმა დაახველა მეორემ გააკუა მესამემ დააცემინა.”