"ამ მედიკამენტებით ზუსტად 48 საათში განიკურნა 2 მოქალაქე..." - კორონა ვირუსი დამარცხებულია, ტაილანდში კორონა ვირუსისგან 2 მოქალაქე განკურნეს
- 05/02/20
- 14773 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ტაილანდელმა მედიკოსებმა კორონავირუს 2019-nCoV-გან, 48 საათში ორი პაციენტი განკურნეს.
რაჯავიტის ჰოსპიტლის ექიმების ინფორმაციით, მკურნალობისას ის მედიკამენტები გამოიყენებოდა, რომლებსაც შიდსის სამკურნალოდ იყენებენ.
განკურნებულთაგან ერთ-ერთი 70 წლის ქალია, რომელიც ტაილანდში უხანიდან ჩავიდა.
მკურნალობისთვის ექიმებმა რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია გამოიყენეს: Lopinavir და Ritonavir, რომლებსაც შიდსის მკურნალობის დროს იყენებენ, ასევე Oseltamivir – რომელიც A და B ტიპის გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება.
48 საათში პაციენტებმა თავი უკეთესად იგრძნეს, კორონავირუსზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.


