"ამ წუთებში კრემლში ვიმყოფები და მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაცნობოთ..." - ნინო ბურჯანაძე განცხადებას ავრცელებს

 გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ამ წუთებში კრემლში იმყოფება და ვაჟა გაფრინდაშვილის სახლში დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ნინო ბურჯანაძე : მინდა საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს ვუპასუხო და განგიმარტოთ რის გამო ჩამოვედი კრემლში? პასუხი მარტივია - საღამოს 9 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახთან ერთად სახლში იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინო ბურჯანაძე შვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.