
"შვეიცარიელი ტურისტები შოკირებულები შემხვდნენ, შეშინებულები... ეს მაჩვენეს, ოცამდე კაცმა შემოგვარტყა ალყაო და 12500 ლარი გადაგვახდევინესო... სირცხვილი აღარ გაქვთ ქართველებო..."
- 25/10/19
- 11568 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ფეისბუქმომხმარებელი ნიკა სოსელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თბილისში გავრცელებული თაღლითური სქემის მორიგ მსხვერპლზე წერს: "წეღან შემხვდნენ შვეიცარიელი ტურისტები... და შოკში იყვნენ… წუხელ pretty woman (სტრიპ კლუბია თურმე, 1 ბოთლ შამპანურში, წვენებში და ღვინოში 12 000 ლარი გადაახდევინეს!! ანგარიში რომ მოვიდა, 20 მდე კაცმა ალყა შემოგვარტყაო, კარები გადაგვიკეტესო და ძალით გადაგვახდევინესო. ეჰ… ".