მსოფლიოში ულამაზესი მოდელი დაიბადა - მონიკა ბელუჩის ქალიშვილმა ამ ფოტოსურათებით დედა დაჩრდილა


მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის 14 წლის ქალიშვილი ცოტა ხნის წინ „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კლიპის გადაღებებზე გამოჩნდა. ამჯერად კი ახალგაზრდა მოდელი „მილანის მოდის კვირეულის” საპატიო სტუმარი გახდა და 2020 წლის კოლექციის ჩვენებას დაესწრო.

დევა მოდის კვირეულზე ტანზე მომდგარი შარვლითა  და ატლასის პიჯაკით გამოჩნდა. აქცენტი კი „დოლჩე და გაბანას“ ჩანთაზე გააკეთა. ახალი ფოტოები დევა კასელმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.