დემნა გვასალიამ მსოფლიოს მადონას სერვისი ჩააცვა


დემნა გვასალია Vetements-ის ბრენდის ქვეშ კიდევ ერთ 90-იანების ჰიტს სთავაზობს ჩასაცმელად. მაგიდის გადასაფარებლები, რომლებიც 90-იან წლებში სავარაუდოდ, ყველა ოჯახში იყო, ახლა დემნამ მსოფლიოს უნდა ჩააცვას.

მაგიდის გადასაფარებლების დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელებს Demna Gvasalia Daily ავრცელებს. ამასთან გვერდი კიდევ ერთ აქსესუარს ავრცელებს “ბალენსიაგას” ბრენდის ქვეშ. სამაჯურებს “მადონას სერვიზის” დიზაინით. 

VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. მისი პროდუქცია ძირითადად, საქართველოს 90-იანების თემითაა შთაგონებული, ფასები კი კოლოსალურია. დემნა გვასალია ასევე, ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.