ვინ არის ლგბტ თემის წარმომადგენელი ქართველი მხატვარი, რომელმაც იესოს ტუჩსაცხი წაუსვა ღვთოსმშობელს კი თავს აკვლევინებდა


ქუთაისელი მხატვრისა და ლგბტ აქტივისტის, ლია უკლებას ახალი ნამუშევარი კვლავ საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა. “თვითმკვლელი ორსული ღვთისმშობლის” ნახატის შემდეგ, უკლებამ იესო ქრისტე ტუჩსაცხითა და ჩვილით ხელში დახატა. საზოგადოება მის ნამუშევრებს სარწმუნოების შეურაცხყოფად და მკრეხელობად აფასებს.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ ლია უკლებას ნახატი, რომელზეც ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელში იყო გამოსახული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენაზე იყო გამოფენილი. აღნიშნულს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორეც გამოეხმაურა და მას სარწმუნოებისა და საქართველოს შეურაცხყოფა უწოდა.

“არის ერთი სამწუხარო ამბავი. წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უკლებას ნამუშევრებშია, ასევე, “ტანგო” სადაც პოლიციელი და სასულიერო პირი ცეკვის დროსაა გამოსახული.