როგორ ვუმკურნალოთ კოღოს ნაკბენს რამდენიმე წუთში და რაზეა მისი სიდიდე დამოკიდებული




გადაცემა ექიმები ზაფხულის სეზონის ერთერთ ყველაზე პრობლემურ საკითხთან - კოღოებთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს გვაძლევს.

კოღოს ნაკბენის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში იპოვის ის სისხლის ამოსატუმბ ადგილს, ანუ რამდენად სწრაფად მიაგნებს სისხლძარღვს. თუ პოვნა გაუჭირდება, თავისი ხორთუმით დიდხანს მოუწევს ძრომიალი კანქვეშ და შესაბამისად, მეტ ნივთიერებას გამოყოფს. ამის გამო განსხვავდება ნაკბენის ზომა და ქავილის სიხშირე.
მდედრ კოღოებსს ჩვენი სისხლი სჭირდებათ კვერცხების დასადებად და ასევე სჭირდებათ წყლის გუბე, რომ ეს კვერცხები გამოიჩეკნონ.

მდედრობითი სქესის კოღო თავის სპეციალურ ორგანოებს იყენებს, იმისათვის რომ თქვენს სხეულზე საუზმის მოსაწყობად საუკეთესო ადგილი შეარჩიოს. ასევე, იყენებს თქვენს კანზე არსებულ ნივთიერებებს, როგორც ინდიკატორებს, რომლებიც მიანიშნებენ თუ სად შეიძლება მიაგნოს სისხლს.

კოღოს ნაკბენზე შეგიძლიათ ერთი-ორი წვეთი თაფლი წაისვათ, რადგან ის შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს და დაგეხმარებათ ქავილის შემცირებაში.

შეთავაზება

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები