"ბე ემ ვე ეგ რემენი რექსონაა იღლიაში რომ გაქვს ამოდებული?" - ქუთაისელი პატრული მძღოლს

სოციალურ ქსელში, გვერდზე – “ქუთაისი”, პატრულის თანამშრომლების სახალისო კომენტარებს ავრცელებენ, რომლებიც მოძრაობისას მოქალაქეებს საპატრულო მანქანიდან მიმართავენ.

ქორილში მიმავალ მძღოლს, რომელმაც წითელზე გაიარა, პატრულმა მიაძახა. „მოგიწევს ქორწილის ფულზე 50 ლარის დამატება“;

“მერსედესი”, ვის იცნობ, კი მარა ამნაირს, “პროწივზე” რო მოდიხარ”;

“ოპელი”, რანაირად მოძრაობ, არ მცალია ახლა, თორე კაი ჯარიმას გამოგიწერდი”;

დისტრიბუციის მანქანა დგას ცუდად და პატრულის თანამშრომელი მიმართავს მძღოლს – “ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”;

“ბეემვე” ეგ რემენი “რექსონაა”, იღლიაში რო ამოგიდია?”.

საპატრულო ეკიპაჟის წევრების ამ და სხვა სახალისო მიმართვებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება და მოწონება აქვს.