"ეჭვი მქონდა რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი..." - ამ ყველაფრის გათვალისწინებით დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამაც შესაძლოა ციხეში დაიჭირონ



 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. მას ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა შესაძლოა პოლიციამ ჩვილის მამაც დააკავოს.

„​მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.

შეგახსენებთ, 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ  ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.