"სახლიდან მოპარული ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია..." - რას ყვებიან სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის დედის ახლობლები

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილი ჩვილის, მამის ოჯახის წევრები ახალ საკმაოდ მძიმე გარემოებებზე საუბრობენ.
მათი თქმით, გარდაცვლილი მამამ იპოვა. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ 16 წლის მ.შ-მ საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლკელობა სცადა, თუმცა მათი თქმით, არასრულწლოვანმა დედამ, შვილის გაგუდვის შემდეგ ღამე სასტუმროში გაატარა. 
ბრალდებულის მეუღლის მამიდა, ნონა დვალიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში თავად დარეკა. 
"დილის 6 საათზე მირეკავს ჩემი ძმისშვილი და მეუბნება, რომ გოჩიკო გარდაცვლილია, მარიამი კი არსად სჩანს. მეგონა მარიამს ბავშვი შემთხვევით მოუკვდა და ახლა თავს იკლავს ან მოიკლა უკვე. გამოვიძახე 112 და შველა ვითხოვე. 
სახლიდან ოქრო წაიღო, როგორც ამბობენ, ის ოქრო დაულომბარდებია და ის ღამე სასტუმროში გაუტარებია იმ ბიჭთან ერთად. 
მესიჯობდა 24 საათი და მერე შლიდა. ქმარი ეუბნებოდა, ვის ემესიჯები, წავიდეთ და ამოვყაროთო, ეს იყო კონფლიქი"- ამბობს ნონა დვალიშვილი.