7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებულ 17 წლის დედას 21 წლის ბიჭთან მიმოწერა ჰქონდა - შსს-ს ინფორმაციით რა გახდა შვილის გაგუდვის მიზეზი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში პირები უკვე გამოკითხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამასთან, AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მათ შორის გამოიკითხა 21 წლის რ.ჩ., რომელთანაც 16 წლის გოგონას, სავარაუდოდ, სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.