"დღეს სავსემთვარეობაა, სიმშვიდე შეინარჩუნეთ!" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

19 მაისი სავსემთვარეობაა - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ფიზიკურად არ გადაიტვირთონ.

 

"ჩემო მეგობრებო დღეს 19 მაისს სავსემთვარეობაა!..

მსუბუქად, ჰარმონიულად და მშვიდად განვლეთ ეს დღე. ყოველგვარი გადაქანცვის გარეშე...

მოერიდეთ აგრესიული მზის სხივებს...

ნუ გადაიღლებით ფიზიკურად და ფსიქოემოციურად...

ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დაგეგმვა, რომლებსაც განახორციელებთ უახლოეს 12 დღის განმავლობაში.

დღეს ძალიან კარგია განტვირთვის დღის მოწყობა ორგანიზმის წმენდისთვის, კარგია წონაში დასაკლებად, რადგან კლებადი მთვარე ადვილად თმობს ზედმეტ კილოგრამებს.

21 მაისიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და ტანსაცმელები, რომლებსაც წლებია აღარ ხმარობთ,
ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს!... მოერიეთ თავს 
და გათავისუფლდით" - წერს მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში.