"გუგლმა" ევროვიზიის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

Googl-მა ევროვიზიის გამარჯვებული წინასწარ, ერთი დღით ადრე დაასახელა. ანალოგიური მეთოდით IT-გიგანტმა კონკურსის შედეგები 2017 წელსაც გამოიცნო.

საძიებო მოთხოვნებზე დაყრდნობით, Google-მა სავარაუდო გამარჯვებულების რეიტინგი წარადგინა, რომელშიც პირველ ადგილს ფრანგი ბილალ ჰასანი იკავებს, მეორე ადგილზე კი ისლანდიის წარმომადგენელი გავა.

Google-ის რეიტინგში თამთა გოდუაძე, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენს, მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

ევროვიზიის საფინალო ტურამდე ორიოდე საათია დარჩენილი. შესაბამისად, სულ მალე გახდება ცნობილი, ამჯერადაც გამართლდება თუ არა საძიებო სისტემის წინასწარი პროგნოზი.