ქართველი ქალების გულთამპყრობელი ჩაღათაი ულუსოი დააპატიმრეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ცნობილი ვარსკვლავი ჩაღათაი ულუსოის სტამბოლის 10-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმე ეხება, 2018 წლის 16 მაისს სტამბოლის სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც მსახიობს იგივე საქმეზე დაკავებულ 13 ბრალდებულთან ერთად 4 დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა თუმცა, სააპელაციომ განაჩენი გააუქმა და განსახილველად დააბრუნა.

თურქ მსახიობს ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან "გზაჯვარედინი", "ფერიჰას საიდუმლო" და "İçerde" (შიგნით), რომელიც ქართულ ტეელსივრცეში "ძმების" სახელწოდებით გადიოდა.

ასევე მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა netflix-მა თურქული ფანტასტიკური სერიალი The Protector (Hakan: Muhafız) გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ულუსოი ასრულებს.

ჩაღათაი ულუსოიმ 2010 წელს „საუკეთესო მოდელის“ ტიტული მიიღო. მისი დებიუტი 2011 წლის ზაფხულში, სერიალ „ანატოლიის არწივებში“ შედგა. სერიალ „მოქცევაში“ საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის მიღებული აქვს საერთაშორისო დრამატული ფესტივალის ჯილდო - სეული, 2014 წ. ჟურნალ ELLE-ს ვერსიით ჩაღატაი 2015 წლის ყველაზე დახვეწილ მსახიობად დასახელდა.