"ორი წლის წინ აბორტი რომ გავიკეთე 4 თვის ორსული ვიყავი და დღემდე კოშმარები მესიზმრება..." - მილა იოვოვიჩი

ჰოლივუდის მსახიობმა მილა იოვოვიჩმა ორი წლის წინ იძულებითი აბორტი გაიკეთა.

ცოტა ხნის წინ კი ამის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და საკუთარი ემოციები საჯაროზე გამოიტანა:
"ორი წლის წინ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი და აბორტის გაკეთება მომიწია. 4 თვის ორსული ვიყავი და ფილმის გადაღებაზე აღმოსავლეთ ევროპაში ვიმყოფებოდი. ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე იყო. მარტოსული და უსუსური ვიყავი. ამის გამო დღემდე მესიზმრება კოშმარები. შემდეგ დამეწყო მძიმე დეპრესია. ცოტა ხნით შვებულება ავიღე და საზოგადოებისგან გავირიყე, მარტო მინდოდა ყოფნა. ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა, მაგრამ საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩემი ორი შვილის გამო ძლიერი და მშვიდი ვყოფილიყავი. შემდეგ იყო გადალახვის ეტაპი - დავიწყე ჯანსაღი კვება, სპორტდარბაზში სიარული, უარი ვთქვი ანტიდეპრესანტებზე. საბედნიეროდ, ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე, მაგრამ სულ მახსოვს ის კოშმარული დღე. აბორტი ნამდვილი საშინელებაა! არც ერთ ქალს ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე. თუმცა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი" - დაწერა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ მილა იოვოვიჩს ორი შვილი ჰყავს - 11 წლის ევერი და 4 წლის დაშიელი.