თამრიკო ჭოხონელიძის პირველი საჯარო კომენტარი თუ რატომ თქვა უარი 17 მაისის კონცერტში მონაწილეობაზე




მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემა "რეაქციაში" განმარტავს თუ რატომ თქვა უარი "ოჯახის სიწმინდის" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.მომღერალი აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ გამოჩენილი ზიზღისა და აგრესიის გამო.
"17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა, იმ ხალხის მხრიდან რომლებმაც ჰომოფობიასთან ვრძოლის დღედ გამოაცხადა ეს დღე. მე ვთვლი, რომ ეს იყო პირველ რიგში სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია.ეს არ არის მართებული, არც უფალს უთქვამს, რომ შენ ვინც არ მოგწონს ჩაქოლე. დისკრიმინაციაა, როცა სცემენ, არ ემსახურებიან და გამოცხადდა ბრძოლის დღე. გეი აღლუმებზე რომ ლაპარაკობენ, არ მახსოვს გეი აღლუმი ჩატარებულა? უბრალოდ ძალიან ხშირად გაიმეორეს. ის, რომ საპატრიარქომ ამ დღეს დაამთხვია ოჯახის სიწმინდის დღე, ამან შეუმნა საფრთხე ოჯახს. ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?.პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე? მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? “- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში.

 

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები