ეს იმ 18 წლის რუსთაველი გოგონას ფოტოსურათებია, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა





ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა ნუცა მეტრეველმა საქართველოსა და კონკრეტულად რუსთავის სახელი ქალაქისა თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიტანა  და ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ძალიან დიდი გეგმების დასაწყისია.

რუსთავის #26-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ პირველი საერთაშორისო წარმატება 16 წლის ასაკში, 2015 წელს საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოიპოვა და თვლის, რომ ეს გამარჯვება მის ცხოვრებაში მომდევნო წარმატებების საწინდარი გახდა.

2015 წელს ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ მსოფლიოს მასშტაბით საბერძნეთში გამართულ  მათემატიკის საერთაშორისო კონფერენციაში “Euromath 2015” მიიღო მონაწილეობა და 54 ქვეყნიდან 1 ადგილის მფლობელი და ნომინაციაში “MathPoster” გამარჯვებული გახდა. კონფერენციის ფარგლებში ნუცა მეტრეველმა სიბრტყეზე დიდი რაოდენობით წერტილების დამაკავშირებელი უმოკლესი ქსელის პოვნის ინივაციური გეგმა წარადგინა, ამერიკის შეერთებული შტატების რუკაზე ქვეყნის ყველა შტატის დედაქალაქის დამაკავშირებელი უმოკლესი ქსელი იპოვა და კვიპროსის მათემატიკის საზოგადოების მიერ გამოცემულ უმაღლესი მათემატიკის სახელმძღვანელოშიც როგორც ინოვაციური მეთოდის ავტორი, ისე შევიდა.

2016 წელს, საქართველოს განათლების სამინისტროსა და შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მათემატიკურ ტურნირში რუსთავის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდის კაპიტანი გახლდათ. გუნდთან ერთად მან კონკურსზე ოქროს მედალის მოპოვება შეძლო და  მიღწეული წარმატების შედეგად ცერნის ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსების უახლეს აღმოჩენებს გაეცნო და შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდა.

მალევე FLEX პროგრამით, სრული დაფინანსებით სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვისკონსინში წავიდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში სწავლობდა და ქართულ კულტურას პოპულარიზაციას უწევდა.

სკოლა გასულ წელს, წარჩინებით დაამთავრა და ოქროს მედალითაც დაჯილდოვდა. 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სელექტიურ უნივერსიტეტში “Minerva Schools at KGI” და ამჟამად  სწავლას სან ფრანცისკოში ბიზნესის განხრით განაგრძობს. უნივერსიტეტში 51 ქვეყნის საუკეთესო სტუდენტთან ერთად სწავლობს და ჯერჯერობით საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.

სამომავლო გეგმების ყველაზე საინტერესო დეტალებს საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა გვიმხელს, რომ მისი მთავარი მიზანი საკუთარი კომპანიის დაარსებაა.

როგორც ნუცა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნავს, ის სწავლის გაგრძელებას იმავე საუნივერსიტეტო პროგრამაზე, ბიზნესის განხრით, ოღონდ ამჯერად სეულში, სამხრეთ კორეაში გეგმავს.

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები