კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ეგვიპტოლოგმა, რომელიც 1 წლის განმავლობაში მუშაობდა კლეოპატრას სახის აღდგენაზე მსოფლიოს დაუმტკიცა რომ ტყუილში ცხოვრობდა




კინომატოგრაფიაში კლეოპატრას როლს ყოველთვილ ლამაზ და ეფექტური გარეგნობის მსახიობები თამაშობენ. კლეოპატრას როლი სხვადასხვა დროს, ვივიენ ლიმ, სოფი ლორენმა, ელიზაბეტ ტეილორმა და მონიკა ბელუჩმა შეასრულეს – ყველაზე ლამაზმა მსახიობებმა მსოფლიოში. მაგრამ, ის რომ კლეოპატრა ლამაზი იყო, მხოლოდ მითია. მეცნიერებმ, წლების მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, ეგვიპტის დედოფლის სახის რეკონსტრუქცია მოახდინეს და შედეგი ნამდვილად რომ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა.

კემბრიჯის უნუვერსიტეტის ეგვიპტოლოგი სალი ენ ეშტონი 1 წლის მანძილზე მუშაობდა კლეოპატრას სახის რეკონსტრუქციაზე და მან არა მარტო ძველი მასალები, უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიებიც გამოიყენა, მათ შორის სამგანზომილებიანი მოდელირება და საბოლოო ჯამში მიიღო გამოსახულება, რომელიც ძალიან განსხვავდება კლეოპატრას გარეგნობასთან დაკავშირებულ, სტერეოტიპული წარმოდგენებისგან. imageimage

მასობრივ ცნობიერებაში კლეოპატრას სილამაზის მითი დასავლეთის კინემატოგრაფების მიერ არის დანერგილი: ის ევროპეიდული რასის, ჰოლივუდელი ლამაზმანია. მაგრამ, მეცნიერების მიერ შექმნილ მოდელში, სახის როგორც ევროპული, ისე ეგვიპტური ნაკვთები გამოიკვეთა.imageimageimageძირითადი მასალები, რომლებიც მოდელირებისას გამოიყენეს, მონეტები იყო, კლეოპატრას პროფილით, დენდერის ტაძრის ბარელიეფის რეპროდუქციები, და მისი ნათესავების ქანდაკებების ანალიზი.

შემონახული გამოსახულებების მიხედვით, კლეოპატრას საკმაოდ დიდი ზომის ცხვირი, წვრილი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა. ბრიტანეთის ისტორიის მუზეუმის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედოფლის სხეული საკმაოდ კუნთოვანი და სრული იყო და 152 სმ სიმაღლის პირობებში, საკმაოდ არაპროპორციულად გამოიყურებოდა. მეცნიერეების აზრით, ასეთი გარეგნობა მისი გენეტიკით იყო განპირობებული: პტოლემეების მაკედონური დინასტიის წარმომადგენლების უმრავლესობას, სწორედ მსგავსი გარეგნობა ჰქონდათ. 
ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქი კლეოპატრას შესახებ წერდა: «ამბობენ, რომ გარეგნობით დედოფალი დიდად არ გამოირჩეოდა... თუმცა, როდესაც საუბარს იწყებდა, შეუდარებელი იყო და თავისი ქარიზმით, ყველას ატყვევებდა».

კლეოპატრამ, არც თუ ისე ლამაზი გარეგნობის მიუხედავად, შეძლო და იულიუს კეისრის და მარკოს ანტონიუსის გული მოინადირა. ამბობდნენ, რომ ის წარმოუდგენლად სექსუალური და ჭკვიანი ქალი იყო და კაცის მოხიბვლის ხელოვნებასაც სრულყოფილად ფლობდა. გარდა ამისა, დედოფალი კარგად იყო განათლებული, იცოდა რამდენიმე უცხო ენა, შეეძლო საუბარი ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე და ომის წარმოების სტრატეგიაზეც კი. გარდა ამისა, პოლიტიკაშიც კარგად ერკვეოდა.

P. S. რაც შეეხება მითს, მისი სილამაზის შესახებ, არსებობს მოსაზრება, რომ ის ოქტავიანე ავგუსტუსის წყალობით გაჩნდა, რომელსაც არ უნდოდა, კლეოპატრას ინტელექტუალური შესაცლებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო და ჭორი გაავრცელა, თითქოს კეისარზე და ანტონიუსზე ის გავლენას საკუთარი სილამაზით და ქალური მომხიბლაობით ახდენდა.

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები