"აქამდე არ ვასაჯაროვებდი, მაგრამ უკვე დროა ვთქვა, შეყვარებულს დავშორდი, ახლა უკვე თავისუფალი ქალი ვარ..." - ვინ იყო კესარია აბრამიძის შეყვარებული 3 წლის განმავლობაში

„ეს ბიჭი, ჯერჯერობით, უბრალოდ მეგობარია და რა ვიცი, შევხედოთ…“ – იყო მისი პირველი კომენტარი. ფრაზამ, ბუნებრივია, დაგვაეჭვა, რადგანაც ვიცოდით, რომ მას უკვე სამი წელია ერთ ბიჭთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა. ამ სელებრითის ცხოვრება გამჭირვალეა, ნებისმიერი ნაბიჯი – თვალთვალის და ინტერესის ობიექტი. ამიტომაც ჩავეძიეთ, რა სიახლეა მის ცხოვრებაში. კესარია „პრაიმტაიმის“ მკითხველთან პირველად ჰყვება თავის პირადზე.
 

კესარია აბრამიძე: – აქამდე არ ვასაჯაროვებდი, შეყვარებულს დავშორდი… მართლა არსად მითქვამს. სამი წელი ერთად ვცხოვრობდით. ხან ვჩხუბობდით, მერე ვრიგდებოდით, იქნებ რაიმე შეიცვალოს-მეთქი. მაგრამ არა, საბოლოოდ დავშორდი.

– მიზეზი?

– არ გვინდა მიზეზებზე საუბარი. დაშორების მერე ყოფილს რომ ლანძღავენ, უკულტურობად მიმაჩნია.

– გული არ გწყდება?

– არა, არ მწყდება. ამოვწურეთ ერთმანეთი. მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი. მე მასთან ვცხოვრობდი, ჩემთვის დაქირავებული ჰქონდა აპარტამენტი. ავდექი და წამოვედი. არ ელოდა, რადგან ბევრჯერ მითქვამს, მოდი, იქნებ, რაღაც შევცვალოთ-მეთქი. ეგონა, ამჯერადაც მორიგი ჩხუბი იყო და შევრიგდებოდით. მაგრამ მივხვდი, რომ ამოვწურეთ ერთმანეთი. უნდა გითხრათ, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა, რაც კი ვინმესთან მქონია. მანამდე ვიცოდი ორ წლიანი სიყვარულები. ნამდვილი სიყვარული ცოცხლობს სამი წელი. პირველ წელს ვერავის ამჩნევ, მეორე წელია გადიხარ და ხედავ, რომ სხვებიც არსებობენ, მესამე წელს იწყება – დამაგვიანდა, იქ ვიყავი, თავის მართლება… ეს მე არ მომწონს. მე ცეცხლოვანი სიყვარული მხიბლავს, გაგიჟებული და ნაღდი. რომ ხუნდება და ოჯახურ და ცოლ-ქმრულ ამბავში გადადის, ინტერესს ვკარგავ. სახლში კერძები რომ უნდა ამზადო, სტანდარტული ურთიერთობა ხდება, ეს მე აღარ მომწონს. მე ცოლის ტიპაჟი არ ვარ, შეყვარებული კესარია ვარ. სიგიჟეები რომ მთავრდება, მეც ვგრილდები.

– სად დაბრუნდი?

– დავბრუნდი სახლში, რომელიც მან მაჩუქა.

– ახალი ურთიერთობისთვის უკვე მზად ხარ? ძალიან სიმპათიური ახალი მეგობარი გყავს…

– ვერ ვიტყვი, რომ მინდა ასე უცებ ახალი ურთიერთობის გაბმა. ვტკბები ჩემი თავისუფლებით. მეყო სახლში ჩაკეტილი ჯდომა.

– ერთგული იყავი?

– კი, გვერდით ვინ გამახედებდა? ახლა არავისთან არაფერი არ მინდა, ვინც არ უნდა იყოს. მინდა საზაფხულო გართო მეგობრების წრეში, დასვენება.

– რა მოგცა ამ სამ წლიანმა რომანმა?

– ბევრი რამ. გავიზარდე, შევიცვალე, გადავახარისხე ყველაფერი, ბევრი ვისწავლე. ერთმანეთვისვის ბევრი რამ გავაკეთეთ. კარგ მეგობრებად დავრჩით.

– ადვილად დაგთმო? ხომ არ გემტერება?

– ეგ ეტაპი გავიარეთ. მეგობრებად დავრჩით. შემიძლია დავურეკო და მოვიკითხო. გოიმურად რომ შორდებიან, ერთმანეთს თათხავენ და ლანძღავენ, არ მომწონს. დიდ პატივს ვცემ. ბევრი რამ გააკეთა ჩემ ცხოვრებაში და ამის არ დანახვა ძალიან ცუდი იქნება ჩემგან. მეც დადებითად შევცვალე ბევრი რამ მის ცხოვრებაში.

– და მაინც, ვინ არის ბიჭი ფოტოდან?

– ეს მხოლოდ მეგობრული ფოტოა. სიმპათიური ბიჭია, გადავიღე ფოტო და დავდე. საერთოდ, ბიჭთან ერთად ფოტო არასდროს დამიდია. გამოგინილი ისტორიები არ მიყვარს. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.