91 წლის მონაზონი ქალიშვილობას აუქციონზე ყიდის და ამ ყველაფერს კი მხოლოდ ნოტრდამის აღსადგენად აკეთებს

Wold News Daily Report-ი წერს, რომ საფრანგეთში, 91 წლის კათოლიკე მონაზონი ქალიშვილობას აუქციონზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში წვლილის შესატანად ყიდის. ის 16 წლის ასაკიდან დომენიკის მონასტერში ცხოვრობს.

ანტუანეტა დე-ბასილი მიიჩნევს, რომ მისი საქალწულე აპკი ერთადერთი ძვირადღირებული აქტივია, რომელიც მას აქვს. ამიტომაც, მიიღო გადაწყვეტილება - აუქციონზე გაყიდოს ქალიშვილობა და ამ გზით წვლილი დამწვარი ტაძრის აღდგენაში შეიტანოს.

„ამ დრომდე თავი ღმერთისთვის შევინარჩუნე და უფალი ითხოვს, მისთვის დიდი მსხვერპლი გავიღო, რათა აღდგეს მე-12 საუკუნის მონუმენტი. მივიღე საკმაოდ გულუხვი შემოთავაზება საუდის არაბეთში მცხოვრები მდიდართა შორის მე-7 ადგილზე მყოფი მუსლიმი ბიზნესმენისაგან, თუმცა არ ვარ ის, ვისაც ძალიან უყვარს მუსლიმები. ამიტომ დაველოდები ისეთ პიროვნებებს, რომლებიც ჩემს კათოლიკურ სენტიმენტებსა და ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას იზიარებენ... არ მინდა ტყუილის თქმა, მთელი ეს პროცესი ცოტა კურიოზულიც იქნება, რადგან აქამდე მამაკაცის პენისირეალურ ცხოვებაში არასოდეს მინახავს, მხოლოდ ინტერნეტში მაქვს ნანახი. “ - განუცხადა მედიას მონაზონმა.