"დაანგრიეთ კედელი, იქნებ მაშინ მაინც გაქრეს ჩრდილი..." - თქვენც ხედავთ იმას რაც ამ პირსახოცის უკან ჩანს, მას უკვე რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიო დასცინის

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულიად მოულოდნელ ადგილას გამოჩნდა!

უფრო სწორად კი, მოულოდნელ ადგილზე გამოჩნდა მისი ჩრდილი. პოპულარულ პორტალ Reddit-ზე მომხმარებელმა, სახელწოდებით farllen, ატვირთა ჩამოკიდებული პირსახოცის ფოტო, რომელმაც სულ მალე მთელი ინტერნეტი მოიცვა და მომხმარებლები ძალიან გაახალისა. მას უკვე 13 000-ზე მეტი გაზიარება და წარმოუდგენელი რაოდენობით კომენტარები აქვს.

მაინც რა აქვს ასეთი საინტერესო და სახალისო ამ ჩვეულებრივ პირსახოცს?

საქმე ის არის, რომ ფოტზე, რომელსაც ავტორმა გამოაქვეყნა სახელწოდებით "ფოტო პირსახოცისა, რომელიც ტრამპს ჰგავს", პირსახოცი არა, მაგრამ მისი ჩრდილი მართლა ჰგავს აშშ-ს პრეზიდენტს.

"ტრამპს არ მოსწონს მსგავსი რაკურსით გადაღებული მისი ფოტოები";

"დაელოდეთ, მალე სპეცსამსახურის თანამშრომლები მოგადგებიან";

"აი, თქვენი პირადი პრეზიდენტი ტრამპი!";

"დაანგრიეთ კედელი, იქნებ მაშინ მაინც გაქრეს ჩრდილი..." - ხუმრობენ საიტის მომხმარებლები.

Imgur-ზე ფოტომ 365000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.