"სექრეთ ქრაში" - ფეისბუქის ახალი ფუნქცია, რომელიც ყოველ ჩვენგანს სასიყვარულო ურთიერთობაში დაეხმარება




Facebook-ზე მიმდინარე გრანდიოზული ცვლილებების ფარგლებში, სოციალურ ქსელს ახალი, რომანტიული ხასიათის ფუნქცია ემატება.

კომპანიამ ახალი ფუნქცია „საიდუმლო ქრაში“ (Secret Crush) წარადგინა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ საკუთარი სიმპათიებისა და გრძნობების გამოხატვას თქვენი ინტერესის ობიექტის მიმართ.

ეს ფუნქცია მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიონ მაქსიმუმ 9 ადამიანი საკუთარი Facebook მეგობრებიდან, რომელთა მიმართაც რომანტიული ინტერესები ამოძრავებთ. თუ აღნიშნული პირებიც იყენებენ ამ სერვისს, მათ შეტყობინება მიუვათ, რომ ვიღაცა მათზე „დაქრაშულია“. გრძნობები ორმხრივი უნდა იყოს. თქვენთვის სასურველ პიროვნებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგაკავშირებენ, თუკი მანაც სასურველი პარტნიორების 9 კაციან სიაში ჩაგსვათ. თუ თქვენი ქრაში Facebook-ის ამ ფუნქციას არ იყენებს და არც მის სიაში ხართ, მაშინ იგი ვერც გაიგებს, რომ მისი სახელი თქვენს სიაში აღმოჩნდა. ამგვარად, Facebook თქენს რომანტიულ ინტერესს საიდუმლოდ დატოვებს.

საიდუმლო ქრაში Facebook-ზე 2019 წლის ბოლოდან ამოქმედდება.

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები