მოგზაურობები, მდიდრული სასტუმროები, საათები, ტანსაცმელი... როგორ ცხოვრობდა და რა სურათებს ტვირთავდა ინტერნეტში ლევან ჯიბღაშვილი დაკავებამდე...


მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ წარუდგენენ ლევან ჯიბღაშვილს ოფიციალურად ბრალს.

გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ჯიბღაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ელოდება.