"4 ლარი უნდა დახარჯო საშუალოდ დღეში გამოკვებისთვის ადამიანმა, ეს დაახლოებულია რეალობასთან..." - ზაქარია ქუცნაშვილი

“შაბათის კურიერში” დღეს ნახავთ, როგორ დასცინის ხელისუფლება ხალხს, როდესაც მთავრობა გვიმტკიცებს რომ თვეში 4 სულიან ოჯახს არსებობისთვის 361 ლარი ეყოფა, ასევე ნახავთ თუ როგორ იზრდიან ხელისუფლების წარმომადგენლები  თავად ხელფასებს.

ხელისუფლების  განაჩენი ხალხისთვის, მთავრობამ დაგვიდგინა, რომ თვეში თუ არ გვინდა რომ მოვკვდეთ 600 გრამი ლობიო, 300 გრამი ბრინჯი, 300 გრამი ხორცი და ცოტა პური უნდა ვჭამოთ.

“ადამიანმა 4 ლარი უნდა დახარჯოს საშუალოდ დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებული მაინც არის რეალობასთან.”-განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.