სეროზული ადამიანები რეალურად კომპლექსიანები არიან და არა ჭკვიანები !!

ჩვენ რომ, სერიოზულ ადამიანებს ვუწოდებთ  და ვფიქრობთ , რომ  სიჭკვინით  გამოირჩევიან  ,  რეალურად კომპლექსებით სავსე და შებოჭილნი არიან ..

დათრგუნული აქვთ ემოციები ... უჭირთ  საკუთარი თავის ... გამოხატვა

... აკლიათ სილაღე და ბავშვურობა ..

საკუთრ თავს არ აძლევენ უფლებას ... გაიხსნან და გამოხატონ თავისუფალი და ლაღი ემოცია .. მათი დაჭიმული სხეული და სახის უემოციო გამომეტყველება კი გვაფიქრებინებს, რომ ისინი არიან სერიოზული ადამიანები !!

და რა არის ეს სერიოზულობა ???

ცხოვრება და რეალობას უყურო მძაფრი ან გამადიდებელი შუშით!!!! აკონტროლო ყველა დეტალი და შემდეგ ამაზე დიდხანს იფიქრო...შუბლზე ხელ შემოდებულმა...

თუ ყველა ქმედებას აქვს მიზანი ??? -რას გაძლევს ეს კონკრეტული ???

მხოლოდ იმას ,რომ ითრგუნავ საკუთრ თავს.

გარშემომყოფებს  აძლევ უფლებას დატკბნენ ცხოვრებით.... არ მიიღონ ცხოვრებისაგან უარყოფითი ემოციები .. მხოლოდ კარგზე იყვნენ კონცენტრირებულნი ,-

და შენ ???

შენ კი ხარ, ძაბრი რომელიც ყველაფერს  თავის თავზე ატარებს .... და შედეგი???

რისთვისაა ეს საჭირო?? და რა სარგებლობას  გაძლევს???

მხოლოდ სერიოზულს - გიწოდებს  საზოგადოება??? სულ ესაა აქედან შენი სარგებელი!!!

ცხოვრება ისე ჩაგირბენს ,ყველა დარტყმა ისე შეგარყევს !!!! 

შენივე არჩევანი ისევე დაგასუსტებს ....შენივე მორგებული მანტია ზედ ისე შემოგეძარცვება ....

მერე გვიან იქნება სერიოზულად აღიქვა შენივე თავი .....

დათრგუნული ემოცია არასოდეს იკარგება .. ის , როგორც ფესვი მიწიდან სხვა გზას სხვა მხარეს იპოვის,  რომ  ამოხეთქოს...

   გახსენით შუბლი  ... გალაღდით ..და თავს უფლება მიეცით  ჩაუღრმავდეთ თქვენ წარსულს იპოვნოთ და აკრიფოდ ბავშვობაში მიმოფანტული სილაღის მძივები .. და  შემდეგ ზედ დაიბნიოთ...