"დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი და აი, გადავწყვიტე კიდეც... იმის გამო რომ მარჯვენა ხელი ამპუტირებული მაქვს ყველა უარს მეუბნება სამსახურში აყვანაზე..."

ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მე-9 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

"დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი და აი, გადავწყვიტე კიდეც. 

საქართველო - ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე; ადგილი, სადაც ბევრი უბედურების გადატანა მომიწია და ადგილი საიდანაც არასდროს წავალ! 

თუმცა, უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი: ეს ის ადგილია, სადაც დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ. 

იმის გამო რომ მარჯვენა ხელი ამპუტირებული მაქვს, ანუ არ მაქვს მარჯვენა ხელი, არც ერთი სამსახურისთვის არ ვარ სასურველი კადრი! 

რა თქმა უნდა, გამონაკლისი იყო და ვმუშაობდი იქ, სადაც კეთილი ნება გამოიჩინეს და გულთან მიიტანეს ჩემი ამბავი, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო მომიწია სამსახურის დატოვება. ამის შემდეგ კი არ მოიძებნა ადგილი, საიდაც უარით არ გამომიშვეს! სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიხოცოთ შიმშილით და გაჭირვებით მხოლოდ იმის გამო, რომ უბრალოდ არ ვართ სასურველი კადრები!" - წერს ლიკუნა ჩაჩიბაია.