სალომე გველესიანი ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის შვილის ვიდეოს აქვეყნებს



მევლუდ მელაძის მეუღლე, სალომე გველესიანი რამდენიმე დღის წინ დაღუპული შვილის, ნიკა ჯორ­ჯა­ძის ვიდეოს აქვეყნებს. 
შეგახსენებთ, რომ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას 16 წლის ბიჭი ემსხვერ­პლა. დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. უკან მჯდო­მი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­დაიყ­ვა­ნეს, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.
გარ­დაც­ვლი­ლი ნიკა ჯორ­ჯა­ძე აგ­ვის­ტო­ში 16 წლის გახ­დე­ბო­და. ის "აგ­რო­ჰა­ბის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის, სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლია. სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.