"ნოტრდამი შეიძლება ვერ გადავარჩინოთ, მაგრამ ავიაცია მაინც არ ჩაერთვება საქმეში" - რატომ არ იყენებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებს?




საფრანგეთის კრიზისის მართვის სააგენტო აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელია.  ინფორმაციას Associated France Press  ავრცელებს.

“ჰაერიდან წყლის ჭავლის დაშვება ასეთი ტიპის ნაგებობაზე მთელი სტრუქტურის ჩამოქცევას გამოიწვევს იმ მეხანძრეებთან ერთად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად”, – წერია განცხადებაში.

ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალების გამოყენების ინიციატივა აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააჟღერა. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში მან მომხდარს საშინელება უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესში საჰაერო ტანკერები ჩაერთვებიან.

პარიზში, შემთხვევის ადგილზე მყოფი მეხანძრეები აცხადებენ, რომ შესაძლოა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ვერ შეაჩერონ. ისინი “არ არიან დარწმუნებულები” , რომ ცეცხლის ჩაქრობას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Associated France Press ავრცელებს

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები