რა განცხადებას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასთან დაკავშირებით




პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა. 

"თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა", – წერს პრეზიდენტი.
 

მანამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.

ძლიერმა ხანძარმა ტაძრის შპილი და სახურავი განადგურა.

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები