ფესიბუქი, ვოთსაფი და ინსტაგრამი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 საათზე მეტ ხანს იყო გათიშული

დღეს, 14 აპრილს Facebook, Instagram და Whatsapp მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლების ნაწილი ვერ ახერხებს ამ სოციალურ ქსელებში შესვლას ვერც კომპიუტერიდან და ვერ მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ვებგვერდზე downdetector.com, რომელიც პოპულარული სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობას აკვირდება, პრობლემის შესახებ ათასობით შეტობინება ქვეყნდება.

ჯერერობით უცნობია, რა გახდა სოციალური ქსელების გათიშვის მიზეზი. Facebook-ს მუშაობაში შეფერხება ზუსტად ერთი თვის წინ, 13 მარტსაც ჰქონდა.