"ახლა ვნანობ ტელეფონს რომ ვუკიდებდი... ვფიქრობ რატომ არ ვუსმენდი ხოლმე..." - ზურაბ ყუფშიძე ლიკა ქავჟარაძეზე

ზურა ყიფშიძემ გარდაცვლილი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე იხსენებს.

"ზოგჯერ მოენატრებოდი და დაგირეკავდა. გეტყოდა: ,,როგორა ხარ?”.

შენ ეტყოდი: ,,ლიკა, გინდოდა რამე?”

,,არა, არაფერი, უბრალოდ, ისე მოგიკითხე, ხომ კარგადა ხარ?”.

ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?..." - ამბობს მსახიობი.