მეგან მარკლმა კიდევ ერთხელ დაარღვია სამეფო წესი - მან ნახევარ საუკუნოვანი ტრადიციის დაცვაზე საჯაროდ განაცხადა უარი!




სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლიმ 40-წლიანი ტრადიცია დაარღვია.

The Sun-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა, მათ შორის პრინცესა დიანამ და კეიტ მიდლტონმა ტრადიციულად ლონდონის წმინდა მარიამის სახელობის კლინიკაში - "Lindo" სამშობიარო განყოფილებაში იმშობიარეს.

გამომცემლობის წყაროს ცნობით, ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს, რომ მეგანმა, სახლთან ახლოს, უინძორში მდებარე სამშობიარო კლინიკაში გააჩინოს ბავშვი.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ანდერძის თანახმად, რადგან მათი შვილი პირდაპირ მემკვიდრედ არ სახელდება,  მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ პატარას ამ ქვეყნად მოვლენა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და ისიამოვნოს. მარკლი, საშინლად განიცდის და ნერვიულობს, რომ მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კლინიკის შესასვლელში გასვლა და ხალხთან შეხვედრა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, მეგანმა ოფიციალური საქმეები დაასრულა და დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. მეგანი და პრინცი ჰარი პატარას სავარაუდოდ აპრილის თვეში ელოდებიან. ბავშვის სქესი ამ დრომდე უცნობია, რის გამოც, მარკლიმ მომავალი ბავშვისთვის, გენდერულ-ნეიტრალური სტილის ოთახი დაამზადებინა.

ცნობილია, რომ ჰერცოგინია, უკვე ყოველ დღე ელოდება მშობიარობის დაწყებას. მას არ სურს ბავშვის ძიძის აყვანა, რადგან ფიქრობს, რომ დახმარებას საკუთარ დედას სთხოვს. 
 

შეთავაზება

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები