"ჩივილს არ ვაპირებთ, მაგრამ მესამედ მოტაცება უკვე მეტისმეტია" - 25 წლის გორელმა გოგონამ ბიჭი რომელიც უყვარს მესამედ მოიტაცა

25 წლის გორელმა გოგომ ბიჭი მესამედ მოიტაცა.

გორში შეყვარებულმა გოგომ ბიჭი  მოიტაცა. მეზობლების განცდებით გოგოს ეს ბიჭი დიდი ხანია უყვარს და არაერთხელ ჰგონია მისი მოტაცების მცდელობა, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ბიჭი სამსახურიდან სახლში ფეხით მიდიოდა, როდესაც გოგონა დაქალებთან ერთად ეცა, თავზე ნაჭერი ჩამოაფარა, ხელები გაუბოჭა და იქვე მეგობრის სახლში შეათრია. ბიჭი ოთახში ჩაკეტეს, არ უშვებდნენ. გოგონები რიგ რიგობით შედიოდნენ ოთახში და იქ რა ხდებოდა გაურკვეველია. ბიჭი მაინც არ ნებდებოდა და რამდენჯერმე სცადა გაქცევა, მაგრამ გოგონამ დაიჭირა, რომ აღარ გაქცეულიყო ტანსაცმელი გახადა და ისევ ოთახში ჩაკეტა.

რამდენიმე საათში ჩასვა მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

"ჩივილს არ ვაპირებთ, მაგრამ მესამედ მოტაცება უკვე მეტისმეტია" - განაცხადა ბიჭის დედამ

ბიჭის ოჯახის განცხადებით ეს გოგო რამდენიმე წელია მათ შვილს თავს არ ანებებს და ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მისი მოტაცება სურდა. წინაზე ძლივს დაიხსნეს შვილი, ახლა კი ისიც კი არ იციან სად არიან და თხოვენ გოგონას დაუბრუნონ თავიანთი ვაჟიშვილი.