"ცხოვრებაში ასეთი ცუდი საქციელი არ ჩამიდენია, მაგრამ ძაააან გავბრაზდი... დღეს დილით ჩავჯექი ტაქსიში და ის იყო უნდა მოვკალათებულიყავი, მძღოლი ჩაირთო..."

ცხოვრებაში ასეთი ცუდი საქციელი არ ჩამიდენია, მაგრამ ძაააან გავბრაზდი. 
დღეს დილით ჩავჯექი ტაქსიში და ის იყო უნდა მოვკალათებულიყავი, მძღოლი ჩაირთო: ” ახლა ერთი ახალციხელი კაცი მეჯდა და მითხრა 2020 დან პენსიას რუსები გადაგვიხდიანო, ვენაცვალე მაგათ, ჩვენები არიან რა და ვუყვარვართ.. მოკლედ, გაგარინის მოედნიდან ვაჟამდე სამი ოდა და ათასი დითირამბა მოვისმენე რუსების მისამართით. ჰოდა მწყობრიდან გამოვედი. კარგად ჩხუბის უფლება არც კულტურამ და არც ტაქსის მძღოლის ასაკმა მომცა, ამიტომ პირველიმე გადასახურდავებელთან გავაჩერე, ვიყიდე 5 ლარის რუბლი ( არ მაძლევდნენ ასე ცოტას, მაგრამ კინაღამმუხლებში ჩავუვარდი ) და გადასვლისას ტაქსისტს მივაწოდე
ეს რა ფულია- მკითხა გაოგნებულმა
"რუბლი", მე უკვე რუსები მიხდიან, ვუპასუხე მე და მშვიდად გადმოვედი მანქანიდან