სამწუხარო ინფორმაცია - ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე - "ხიდი" - მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.

ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის იყო.