საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები - რის გამო აჩეხა ქმარმა ცოლი სილამაზის სალონში

გუშინ ხაშურში საზარელი ფაქტი მოხდა, რომელმაც ყველა შეძრა. საქმე ეხება ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრის მიერ მეუღლისადმი სასტიკ ანგარიშსწორებას. ფაქტის შესახებ ლაშა გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ხაშურში ქმარმა ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე 7-ჯერ დაარტყა დანა…შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ “მირაჟში” მოხდა,

დაზარალებულს თამარ ლომიძეს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. ქირურგებმა განაცხადეს, რომ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და დაზარალებული რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, დამნაშავე 1986 წელს დაბადებული შმაგი დოლიძე დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 13-დან17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”.