"არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ... სისხლის გუბე იდგა და მაინც გამეტებით ურტყამდა დანას..." - რას ყვებიან თვითმხილველები ხაშურში მომხდარ შემზარავ ფაქტზე?

ხაშურში ქმარმა ცოლს დანა ექვსჯერ დაარტყა. შემთხვევა წუხელ, სილამაზის სალონში მოხდა. ახალგაზრდა ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე 1986 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავეს. დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

,,სალონში მისულა და ცოლისთვის უთქვამს უნდა გელაპარაკოო, გვერდით ოთახში გაიყვანა და იქ დაურტყავს დანა. სისხლის გუბეში ცურავდა თურმე და მაინც უმოწყალოდ ურტყავდა. ფზიქიკური პრობლემები ჰქონია, ამის გამო საავადმყოფოშიც კი ჰყავდათ. სხვა არაფერი ვიცი. ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ." -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ,,დიანიუსთან საუბრისას


როგორც ,,დიანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.