ბუნიაობა - 21 მარტი წლის უნიკალური დღეა, რა გელით ხვალ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

20-21 მარტი ბუნიაობაა. ეს მოვლენა წელიწადში ორჯერ ხდება. ამ დროს მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, რის გამოც ჩრდილოეთი და სამხრეთ ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თანაბარ რაოდენობას იღებენ. 

ბუნიაობა ჩვენი დროით, 21 მარტს 01:58 საათზე დაიწყება. 

21 მარტს ბუნიაობა სავსე მთვარეს ემთხვევა.  ეს დღე ასტროლოგიურ ახალ წლად და გაზაფხულის დასაწყისად ითვლება, რადგან ხვალ, მზე ვერძის ნიშანში შევა. 

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და მზის ამ ნიშანში გადასვლა, ახალი ციკლის დასაწყისია. 

გაზაფხულის სუპერ მთვარე ხვალ სასწორის ნიშანში იქნება. 

სავსე მთვარე სასწორის ნიშანში დიდ გათავისუფლებას გულისხმობს. ხვალიდან თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შეძლებს დაივიწყოს წარსული, გასული წელი და ახალი ეტაპი დაიწყოს. 

სასწორის სავსე მთვარე მოგცემთ ბიძგს, იპოვოთ ბალანსი თქვენს ცხოვრებაში და მომდევნო ერთი წელიც სწორედ ამ პროცესს დაეთმობა. 

2019 წელი სხეულის, გონებისა და სულის ბალანსის, ერთმანეთთან ჰარმონიაში მოყვანის წელია. დრო უნდა დაუთმოთ თითოეულ ამ კომპონენტზე თანაბრად ზრუნვას. 

წელს, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის პოვნას, შეიყვარებთ მას ისეთს, როგორიც არის და მეტი თავდაჯერებით გადადგამთ ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს. 

21 მარტის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 

ვერძი 
21 მარტს სავსემთვარეობა მე-7 სახლში გექნებათ. სავსე მთვარე დაგანახებთ პრობლემებს თქვენს პირად ურთიერთობაში. შესაძლოა საყვარელი ადამიანის ცუდი მხარი დაინახოთ და ურთიერთობა დაასრულოთ. თუმცა მოსალოდნელია ასეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა. ეს ეხება როგროც სასიყვარულო, ასევე საქმიან ურთიერთობებს. 21 მარტს ხელს ნურაფერს მოაწერთ, მოითმინეთ აპრილამდე. 21 მარტს მზე თქვენს ნიშანში შევა და ენერგიის ახალ წყაროს მიიღებთ, დაიწყება ახალი 12 თვიანი ციკლი. 

კურო 
21 მარტს სავსემთვარეობაა, რომელიც თქვენს მე-6 სახლში მოხდება. თუკი რაიმე კითხვის ნიშნები გქონდათ თქვენს სამუშაო ადგილთან დაკავშირებით, ყველაფერს ნათელი მოეფინება. შეიძლება სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტოთ ან შემცირებაში მოყვეთ. 21 მარტს მზე თქვენს მე-12 სახლში შევა. დაუთმეთ დრო თქვენს საკუთარ თავს. კარგი პერიოდია სახლის დასალაგებლად, უსარგებლო ნივთების გადასაყრელად და დასასვენებლად. 

ტყუპები 
21 მარტს სავსემთვარეობვა თქვენს მე-5 სახლში მოხდება. ეს ბედნიერების, სიხარულის და სიყვარულის სახლია. მოსალოდნელია პაემნები, ახალი ნაცნობობა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რეტროგრადული მერკურის დროს შესაძლოა ყოფილ შეყვარებულს შეხვდეთ. ძალიან კარგი პერიოდია შესარიგებლად. გარდა ამისა, შესაძლოა გაიგოთ, რომ ბავშვს ან შვილიშვილს ელოდებით. ამავე დრეს, 21 მარტს, მზე თქვენს მე-11 სახლში შევა. შესაძლოა რაიმე კონკურსში ან პროექტში მიიღოთ მონაწილეობა. 
 

კირჩხიბი 
21 მარტს სამვსემთვარეობა თქვენს მე-4 სახლში მოხდება. ნათელი მოეფინება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, ან თქვენი შვილი წავიდეს სახლიდან. მოსალოდნელია მატება ოჯახში. თუ ბინას აქირავებთ, შესაძლოა ახალი მდგუმრები გამოჩნდნენ, თუ ბინას ქირაობთ, მაშინ შესაძლოა გითხრან, რომ სახლი იყიდება და უნდა გადახვიდეთ. მოსალოდნელია მივლინებით წასვლა. 

ლომი 
21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-3 სახლში მოხდება. ეს კომუნიკაციის, ინფორმაციის და კომუნიკაციის სახლია. მოსალოდნელია მოკლე ვადით გამგზავრება, ახალი ნაცნობების შეძენა და საქმიანი კომუნიკაციები. თუმცა, რეტროგრადული მერკურის პირობებში გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ხელს ნურაფერს მოაწერთ. შესაძლოა სასწავლებლად წასვლა ან სასწავლო კურსის დასრულება. მარტში არ შეიძინოთ ავტომობილი, თუმცა შეგიძლიათ თამამად გაყიდოთ. მე-3 სახლი დედმამიშვილებსაც ეხება. ამიტომ მოსალოდნელია და-ძმასთან შეხვედრა, შეიძლება თქვენგან დახმარება დასჭირდეთ. 21 მარტს მზე მე-9 სახლში შევა. შესაძლოა ნათესავთან ერთად სამოგზაუროდ ან დასასვენებლად წახვიდეთ. თუ სასამართლო დავა გაქვთ, საქმე წინ წაიწევს. 

ქალწული 
21 მარტს კი სავსემთვარეობა თქვენს მე-2 სახლში მოხდება: ფული, ფინანსები, შემოსავლის წყარო. ეს სფეროები შეიცვლება და დალაგდება თქვენს ცხოვრებაში. ამავე დღეს, მზე მე-8 სახლში შევა. 21 მარტიდან შემოსავლების და ფინანსების თემა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა კრედიტი აიღოთ ან რამე გაყიდოთ და დიდი ფული აიღოთ. შესაძლოა სწორედ ამ სავსემთვარეობას გადაწყვიტოთ თუ სად გსურთ მუშაობა, როგორ გსურთ ფულის შოვნა. ამიტომ, შესაძლოა სამსახურიდან წასვლა და დამოუკიდებლად მუშაობა გადაწყვიტოთ. თუმცა საკუთარ კომპანიას მარტში ნუ გახსნით, დაელოდეთ აპრილს. 

სასწორი 
21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს პირველ სახლში, თქვენივე ნიშანში მოხდება. ყურადღების ცენტრში მოექცევით. შესაძლოა სცენაზე გამოხვიდეთ ან სემინარები წაიკითხოთ. მოსალოდნელია იმიჯის შეცვლა. 21 მარტს მზე თქვენს მე-7 სახლში.ამ პერიოდში შესაძლოა საყვარელ ადამიანთან გქონდეთ სერიოზული საუბარი. ურთიერთობა ან ახალ ეტაპზე გადავა ან დაშორდებით. რეტრო-მერკურის პირობებში შესაძლოა ყოფილ პარტნიორს მისცეთ მორიგი შანსი. ეს შესაძლოა არა სასიყვარულო, არამედ საქმიან ურთიერთობებს ეხებოდეს. 

მორიელი 
21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-12 სახლში მოხდება. სავსე მთვარე კულმინაციას  ნიშნავს. გათავისუფლდებით ყოველივე არასასურველისგან, დასრულდება ცხოვრების რაღაც ეტაპი და დაიწყებთ მომზადებას ახლისთვის. შესაძლოა საბოლოოდ ჩამოიშოროთ ადამიანი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ. კარგი პერიოდია განმარტოვებისთვის და საკუთარ ფიქრებში/სურვილებში გასარკვევად. 21 მარტს მზე თქვენს მე-6 სახლში შედის, ეს კარგი შესაძლებლობაა ახალი სამსახურის მოსაძებნად, თუმცა მუშაობა აპრილამდე არ დაიწყოთ. 

მშვილდოსანი 
21 მარტს სავსემთვარეობა მე-11 სახლში მოხება. შესაძლოა ვინმე ჩამოიშოროთ ან სოციალური ქსელიდან გახვიდეთ. გამოგიჩნდებათ ახალი სამეგობრო წრე ან თქვენი ახლო მეგობარი სადმე გაემგზავრება. სავსემთვარეობის დროს შესაძლოა რაიმე იდეა გაგიჩნდეთ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყებაც, რადგან 21 მარტს მზე მე-5 სახლში შევა. შესაძლოა მეგობრებმა ქორწილში ან კონცერტზე დაგპატიჟონ, სადაც კარგად გაერთობით. 

თხის რქა 
21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-10 სახლში მოხდება. აქ სავსე მთვარე ნათელს მოჰფენს თქვენს მიზნებს და კარიერას. შესაძლოა ახალი პოზიცია შემოგთავაზონ ან თქვენი ხელმძღვანელობა შეიცვალოს. თქვენთვის სრულიად მოულოდნელი რამ მოხდება. თუ პასუხს ელოდებით გასაუბრების თაობაზე, მას აუცილებლად მიიღებთ. შესაძლოა სხვა ქალაქში შემოგთავაზონ მუშაობა ან თავად გადაწყვიტოთ გამგზავრება. 

მერწყული 
21 მარტს სავსემთვარეობა თქვენს მე-9 სახლში მოხდება (ცხოვრების აზრი და მოგზაურობა). შესაძლოა უცხო ქვეყნებში წახვიდეთ. ამავე დღეს მზე მე-3 სახლში შევა. ეს ორი სახლი ძალიან მოძრავი და აქტიურია. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იმოგზაუროთ, უცხოელი ადამიანები გაიცნოთ, შეისწავლოთ სხვა ქვეყნის კულტურა და ა.შ. მოსალოდნელია ემიგრირებაც. სავსემთვარეობა კულმინაციაა და შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს გამოცდის ჩასაბარებლად, სასამართლო დავის გადასაწყვეტად ან წიგნის გამოსაქვეყნებლად. 

თევზები
21 მარტს სავსე მთვარე თქვენს მე-8 სახლში შედის, ამავე დღეს მზე თქვენი ფინანსების სახლში შევა. ამ პერიოდიდან ფინანსების თემა გააქტიურდება. შესაძლოა ფული დაგიბრუნონ, მემკვიდრეობა მიიღოთ ან თავად დაფაროთ სესხი. ეს სავსე მთვარე მიგითითებთ თუ როგორ დაალაგოთ თქვენი ფინანსური პრობლემები. შესაძლოა თქვენი პარტნიორი ან მშობლები დაგეხმარონ ფინანსურად ან თქვენში ინვესტიცია ჩადონ, თუმცა ყველაფერს მხოლოდ 30 რიცხვის შემდეგ დათანხმდით.