რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 7 დღის წინ დაკარგული გიგი გეგეჭკორი იპოვეს. მანამდე, მშობლები წითელსოფელთან ნაპოვნი ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დაკარგული გიგი გეგეჭკორია.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი ბოლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში, არ დადასტურდა.