"გუშინ საღამოს მეტროში, ბაქანზე ვდგავარ და ჩემს წინ ტიპი დგას, კეფა აქვს ისეთი რო აშკარად ითხოვს, მეც არ დავაყოვნე და წამოვარტყი საკაიფოდ..."

გუშინ საღამოს მეტროში, ბაქანზე ვდგავარ და ჩემს წინ ტიპი დგას, კეფა აქვს ისეთი რო აშკარად ითხოვს, მეც არ დავაყოვნე და წამოვარტყი საკაიფოდ, უცბად შემოტრიალდა და რო უნდა დამარტყას, ეგრევე გავჩერდით, დავპაუზდით, ხალხიც გვიყურებს ყველა რაღაცნაირად წარსულში დავბრუნდით და მივხვდით რო წამორტყმის ხმამ რაღაც გაგვახსენა და უცბად ყველას გვეღიმებასავით და მთელი ბაქანი მივხვდით რო Dario G-ის Carnaval De Paris-ის ნოტი დავიჭირე 52 წამიდან როა ეგ!, (იმენა ოფიციალ მუსიქ ვიდეო და რამე, სხვა რამე კი არა), ხოდა ამ ტიპმა ორივე თვალის ქუთუთო ქვევით დაუშვა, მანიშნა მიდიო, ბოლომდეო, თუ გატრაკებაა ბოლომდე გატრაკება იყოსო, და შევუშვი მეც მარა რა შევუშვი, მთელი ბაქანი ვცეკვავდით, ხალხი სხვადასხვა სადგურებიდან მოდიოდა, გვირაბებიდან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, იყო დიდი სიმხიარულე. მერე ამას მოყვა Coco Jambo, Barbie Girl, Informer, Stay (2-4 Family), Hotstepper, Be My Lover, სულ ძველები და კაები იყო, და ბოლოს გზა დაგვილოცეთი დავამთავრეთ.