რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში სადაც რუსი ჯარისკაცები შევიდნენ

ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებიან. 

ადგილზე ჩასულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც საზოგადოებას სოფელში ჩასვლისკენ მოუწოდებს. 

"მე არ ვარ და ყველას ვთხოვ, რომ ჩამოვიდეს აქ. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს სოფელი", - ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

ადგილზე იმყოფება ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია. მისი თქმით, "ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში".

radiomosaic.ge