ქართულ სამეფო ტახტს ახალი პრეტენდენტი გამოუჩნდა - ვახტანგ გორგასლის მეორე ცოლის მესამე შვილის შთამომავალი

საქართველოს არარსებულ სამეფოს მეფობის ახალი კანდიდატი გამოუჩნდა. პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას მეფედ „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო შესთავაზა. ზურაბ ჯაფარიძე თქმით, ჰერმან საბო ხოსროიდების დინასტიის შთამომავალია, რომლებიც ქართლს ბაგრატიონების დინასტიამდე მართავდნენ. და ის გორგასლის მეორე ცოლის მესამე შვილის შთამომავალია