ნატა გულიაშვილის ინფორმაციით ივანიშვილმა მის გამო ფეისბუქის გაჭედვა შეუკვეთა




მსახიობი, მოცეკვავე და აწ უკვე პოლიტიკოსი ნატა გულიაშვილი კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ნატა საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერში ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია.

მან ასევე განაცხადა, რომ სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს ოცნების აქტივისტების მხრიდან ამ ყველაფერს კი მისი გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით Facebook-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა, რის შედეგადაც სოციალურ ქსელს მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნორმალურად ვეღარ იყენებდნენ.

ბოლოს, როდესაც Facebook-ს ფართომასშტაბიანი შეფერხება ჰქონდა, ქსელის 
სერვისებზე წვდომა 150 მილიონ მომხმარებელს შეეზღუდა. ეს 2008 წელს მოხდა, ახლა კი საქმე გაცილებით დიდ მასშტაბებთან გვაქვს. გუშინდელი ხარვეზი Facebook-ის 2.3 მილიარდ ყოველთვიურ მომხმარებელს შეეხო.

შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. კომპანიამ განცხადება მხოლოდ ხარვეზის არსებობის შესახებ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მოგვარებაზე მუშაობდნენ. გავრცელებული ჭორების საპასუხოდ კი, დასძინა, რომ საიტზე არ მომხდარა ე.წ. DDoS შეტევა (კიბერთავდასხმის სახეობა, რომელიც სამიზნე სერვისზე განსაკუთრებით მაღალი ტრაფიკის მიმართვას გულისხმობს).

 

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები