საქათმეში შეპარული მელა ქათმებმა მოკლეს




საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შინაური ფრინველების ფერმაში, მელია, სავარაუდოდ, ქათმებმა მოკლეს. ვარაუდობენ, რომ ცხოველი ფერმაში შეიპარა.

სასოფლო-სამეურნეო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით, მკვდარი მელია საქათმის კუთხეში იპოვეს. პასკალ დანიელისვე ინფორმაციით, ქათმებმა ინსტიქტის შესაბამისად იმოქმედეს და მელიას ნისკარტებით დაესხნენ თავს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ფერმაში მდებარე საქათმე მთელი დღის განმავლობაში ღიაა და ქათმები მთელ დღეს გარეთ არიან. ამ ტერიტორიაზე მელია ბოლოს გასულ წელს ნახეს. 

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები