ვინ იყო პირველი და ერთადერთი ქალი რომის პაპი და როგორ გააცურა მან მსოფლიო




მასზე საუბარს რომის კათოლიკური ეკლესია გაურბის. 

ლეგენდის თანახმად, ის ეკლესიამ სიკვდილით დასაჯა, რის შემდეგაც მისი მოღვაწეობის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი გაანადგურა. ასეთია რომის ერთადერთი ქალი პაპის იოანა მერვეს მოკლე ბიოგრაფია, თუმცა მისი ცხოვრება ვერც ამ სიტყვებში ჩაეტევა და არც იმით შემოიფარგლება, რაც ქვემოთ უნდა გიამბოთ. 

საქმე ისაა, რომ არსებობს მითი, რომლის მიხედვით, აკრძალვების მიუხედავად, რომის პაპის ტახტზე მამაკაცის სამოსში გადაცმული ქალი, სახელად აგნესა ავიდა და იოანა მერვე იწოდა. ეს მოხდა 855 წელს პაპ ლევ IV-ის გარდაცვალების შემდეგ. ქალი ვატიკანს ორ წელზე 
მეტ ხანს მართავდა ისე, რომ მისი სქესი არავინ იცოდა.

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის ობოლმა გოგონამ თავის რჩენით მიზნით ბიჭის სამოსი მოირგო, იოანა დაირქვა  და მონასტერს მიაშურა. მისი გონებამხვილობა და შრომისუნარიანობა უყურადღებოდ სასულიერო პირებს არ დარჩენიათ, „ძმა“ იოანა ლანგლუი თავისად მალევე მიიღეს და ბერადაც აღკვეცეს, თუმცა გოგონამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ერთ მონაზონს დაუმეგობრდა და თავისი დიდი საიდუმლოც გაუმხილა.

იმ დღის შემდეგ ისინი დროს სულ ერთად ატარებდნენ და მონასტერშიც ჭორები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ სწრაფად გავრცელდა. აგნესას საიდუმლო რომ არ გამჟავნებულიყო, გოგონები იძულებულნი გახდნენ მონასტერი დაეტოვებინათ. ისინი ჯერ ათენში წავიდნენ, შემდეგ იოანამ ( იგივე აგნესამ) ვატიკანში წასვლა და სასულიერო მოღვაწეობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა. მან ჯერ რომის პაპის კარზე მდივნის როლი მოირგო, შემდეგ კი მაშინდელი პაპის ლევ IV-ის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი რჩეული გახდა. პაპმა სიკვდილის წინ მემკვიდრეობაც სწორედ მას დაუტოვა. განაგრძეთ კითხვა

რეკლამა

loading...

მსგავსი სიახლეები